არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირი
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა
პროფესიული კავშირის
( პროფკავშირი )
წ ე ს დ ე ბ ა
თბილისი
2013 წელი
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა
პროფესიული კავშირი
(პროფკავშირი)
- ზოგადი დებულებები:
1.1 სამართლებრივი ფორმა:
არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
- სრული სახელწოდება:
ქართულად –„საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“,
ინგლისურად -„The Trade Union Of Farmers and Agricultural Workers In Georgia“,
1.3 საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი (შემდგომში პროფკავშირი), თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.4 პროფკავშირს აქვს თავისი სიმბოლოები (დროშა, ემბლემა, ვიმპელი, სამკერდენიშანი), მრგვალი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.
1.5 პროფკავშირი უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონება, დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად დააფუძნოს პირველადი ორგანიზაციები.იყოს მოსარჩლე და მოპასუხე სასამართლოში.
1.6 პროფკავშირი დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქმებელთა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან.
1.7 პროფკავშირს შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტები სხვა იურიდიულ თუ კერძო პირებთან, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს. საკუთარ ვალდებულებებზე პროფკავშირი პასუხს აგებს მთელი თავის იქონებით.
1.8 პროფკავშირის მისამართია:
იურიდიული – საქართველო. ქალაქი თბილისი. გამსახურდიას გამზ. №35 ბინა№32
ელექტრონული – gutnis_deda@yahoo.com
- პროფკავშირის წევრობა და უფლება – მოვალეობანი:
2.1 პროფკავშირი წარმოადგენს აგრარული სექტორის ყველა დარგში დასაქმებული და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მუშაკების ნებაყოფლობით გაერთიანებას საერთო ინტერესების, მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის პრინციპების საფუძველზე. პროფკავშირში შესვლა შეუძლიათ აგრეთვე სხვა დარგებში დასაქმებულებს, თუ ისინი აღიარებენ მოცემულ წესდებას.
2.2 პროფკავშირის წევრობა ნებაყოფლობითია.
2.3 პროფკავშირის წევრად მიღება ხდება პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით (ქვორუმის არსებობის შემთხვევაში), წევრობის მსურველი ფიზიკური პირის მიერ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის ან პროფკავშირის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების საფუძველზე.
2.4 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტი მსურველის წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში.
2.5დადგენილ ვადაში პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, მსურველი პირი ჩაითვლება პროფკავშირის წევრად.
2.6 პროფკავშირის წევრი აღრიცხვაზე ადის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
2.7 პროფკავშირის წევრობის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) წევრის ინდივიდუალური განცხადება პროფკავშირის წევრობის დატოვების შესახებ.
ბ) ზედიზედ სამი თვი საწევრო გადასახადის გადაუხდელობა.
გ) სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2.8 წევრი, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება გაირიცხოს პროფკავშირიდან თუ:
ა) მისი საქმიანობა ეწინაღმდეგება პროფკავშირის მიზნებს და ინტერესებს.
ბ) იგი არ ასრულებს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
2.9 პროფკავშირის წევრს უფლება აქვს:
2.9.1 აირჩიოს და არჩეულ იქნას პროფკავშირის ნებისმიერ ორგანოში; ჰქონდეს საკუთარი აზრი პროფკავშირის მუშაობის და ხელმძღვანელობის შესახებ; თავისუფლად გამოთქვას და პრინციპულად დაიცვას საკუთარი პოზიცია; მონაწილეობდეს პროფკავშირის მიერ დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებასა და საქმიანობაში, გადაწყვეტილებების შემუშავები სპროცესში და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში; მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირის ყველა დონის ორგანოს მუშაობაში; ისარგებლოს პროფკავშირის უფასო იურიდიული კონსულტაციით.
2.9.2 დაიცვას თავისი შრომითი, ეკონომიკური, სოციალური უფლებები და ინტერესები ყველა დონის არჩევითი პროფკავშირული ორგანოების შუამდგომლობით.
2.9.3მიმართოს პროფკავშირულ ორგანოს რჩევისა და დახმარებისათვის შეკითხვებით, განცხადებებით, წინადადებებით და მოითხოვოს მათგან სათანადო პასუხი.
2.9.4 მიიღოს უფასო პროფკავშირული კონსულტაციები და სამართლებრივი დაცვა ინდივიდუალურ და კოლექტიური შრომითი დავების განხილვისას.
2.9.5 მიიღოს ინფორმაცია პროფორგანიზაციის და ხელმძღვანელი პროფკავშირული ორგანოების მუშაობის შესახებ.
2.9.6 გავიდეს პროფკავშირის რიგებიდან. ამის შესახებ იგი განცხადებით მიმართავს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტს.
2.10 პროფკავშირის წევრი ვალდებულია:
2.10.1 შეასრულოს და დაიცვას საწესდებო მოვალეობანი, აქტიურად მონაწილეობდეს პროფკავშირის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. გადაიხადოს საწევრო გადასახადი დადგენილი წესით.
2.10.2 შეასრულოს პროფკავშირის ზემდგომი ორგანოების დავალებები.
2.11 პროფკავშირის წევრზე დისციპლინარული ზემოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მისი თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ პროფკავშირის წევრი არ დაესწრება განმეორებით განხილვას არასაპატიო მიზეზით, შეიძლება საკითხი გადაწყდეს მის დაუსწრებლად.
2.12 პროფკავშირიდან გასული (გარიცხული) მუშაკი კარგავს უფლებას საერთო ქონებაზე. მას საწევროშენატანის თანხა არუბრუნდება.
2.13 პროფკავშირიდან გასული (გარიცხული) მუშაკი შეიძლება კვლავ იქნას მიღებული გარიცხვიდან (გასვლიდან) ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ ამ წესდებით განსაზღვრული წესით.
2.14 პროფკავშირში აქტიური, ნაყოფიერი მუშაობისათვის მუშაკი შეიძლება წახალისდეს მატერიალურად, დაჯილდოვდეს სიგელით ან ფასიანი საჩუქრით.
- პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი პრინციპები.
3.1 პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) პროფკავშირის ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა.
ბ) წევრთა თანასწორუფლებიანობა და ურთიერთთანამშრომლობა.
გ) ხელმძღვანელობის კოლეგიალობა.
დ) გადაწყვეტილებების საჯაროობა და გამჭვირვალობა.
ე) ურთიერთინფორმირება.
ვ) ხელმძღვანელო რგანოთა არჩევითობა და ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა წინაშე.
ზ) პროფკავშირის უმაღლეს არჩევით ორგანოთა გადაწყვეტილებების შესრულება.
თ) სოლიდარობა საერთო მიზნების მისაღწევად.
ი) სოციალური პარტნიორობა, თანამშრომლობა დამსაქმებლებთან.
- „პროფკავშირის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
4.1 პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საწესდებო მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
ბ) დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად პროფკავშირის წევრთა მოქმედების კორდინაცია;
გ) პროფკავშირის წევრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით და შეთანხმებებით მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების რეალიზება;
დ) ხელშეწყობა, რათა მოხდეს ეკონომიკური რეფორმების მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირება და სოციალური პარტნიორობის სისტემის დამკვიდრება;
ე) საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და ინიცირება, სოფლის მეურნეობისა და მიწის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში აქტიური ჩართულობა;
ვ) სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე ფასწარმოქმნისა და ფერმერთა დაკრედიტების საქმიანობაში მონაწილეობა;
ზ) საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე საქმიანობების მონიტორინგი და შეფასება
- პროფკავშირის მიზნები და ამოცანები.
5.1 პროფკავშირი აერთიანებს აგრარულ სექტორში დასაქმებულებს და მოქმედებს მათი მიზნებიდან გამომდინარე.
5.2 პროფკავშირი მოწოდებულია დაიცვას მიწის მესაკუთრე და აგრარულ სექტორში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული ინტერესები, საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული წყობილება და ხელი შეუწყოს ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომ დემოკრატიზაციას.
5.3 პროფკავშირის მიზნებია:
ა) პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და მათი წარმომადგენლობა.
ბ) წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმებულების, ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების, უმაღლესი ხელმძღვანელობის წინაშე საკითხების დასმა და მათი რეალიზების პრინციპული მოთხოვნა.
გ) სისტემატიური ბრძოლა წევრთა ცხოვრების დონის ამაღლების, შრომის ანაზღაურებისა და ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მისაღწევად.
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.
5.4 პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) პროფკადრებისა და აქტივის სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, სხვა დარგების, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო პროფკავშირების მუშაობის გამოცდილების შესწავლა და განზოგადება.
ბ) წევრების სასამართლოში წარმოდგენა და მათი უფლებების დაცა.
გ) დამსაქმებლებთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
დ) შრომით ურთიერთობებში და შრომით დავებში მონაწილეობა.
ე) სამუშაო ადგილებზე შექმნილი ვითარების შესაბამისად, დასაქმებულთა შრომითი და სოციალურ–ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციების და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება. სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტაბების შექმნა.
ვ) პროფკავშირს შეუძლია ნებაყოფლობით გაწევრიანდეს ეროვნული პროფესიული კავშირებისა და საერთაშორისო პროფკავშირულ გაერთიანებებში თავისი ორგანიზაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. გადაწყვეტილებას ამ გაერთიანებებში შესვლის და გამოსვლის თაობაზე ღებულობს პროფესიული კავშირის გამგეობა.
- პროფკავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები.
6.1 პროფკავშირის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ამ წესდების მე–2 მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული პროფილის სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც გაწევრიანდნენ პროფკავშირში და იხდიან პროფკავშირის საწევრო გადასახადს, რითაც ადასტურებენ პროფკავშირის მიმართ მხარდაჭერას და მონაწილეობენ მისი არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და საქმიანობაში.
6.2 საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა:
ა) პროფკავშირის რიგითი წევრები.
ბ) პროფკავშირული ორგანიზაციები სექტორის დარგობრივ ერთეულებში.
გ) სექტორის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია.
დ) დარგობრივი პროფკავშირი.
პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს პროფესიული კავშირის წესდებით.
6.3 ზემდგომი პროფკავშირული ორგანოების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით, ქვემდგომი პროფკავშირული ორგანოებისათვის წარმოადგენენ სავალდებულოს.
6.4 პროფკავშირის არჩევითი ორგანოს ან მისი ხელმძღვანელობის მხრიდან თუ ადგილი აქვს პროფკავშირის წევრთა ინტერესების უხეშ დარღვევებს, პროფკავშირის ორგანოების დადგენილებების შეუსრულებლობას, ქმედებებს, წარმართულს პროფკავშირის დისკრედიტაციისა და განხეთქილებისაკენ, პროფკავშირის წევრთა 1/3–ის წერილობითი მოთხოვნით შესაძლებელია ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
6.5 პროფკავშირის არჩევითი ორგანოების და პირველადი ორგანიზაციების რწმუნების ვადა განისაზღვრება 5 წლით. პროფკავშირის არჩევითი ორგანოების არჩევნები ტარდება წესდების და ყრილობის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
6.6 საწარმოს სტრუქტურული ერთეულის პროფკავშირული ორგანიზაციის კრება, პირველადი ორგანიზაციის კომიტეტისა და პროფკავშირის გამგეობის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მოცემული ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტი. პირველადი პროფკავშირულიო რგანიზაციის კონფერენცია და პროფკავშირის ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა არანაკლებ 2/3.
6.7 ყრილობის, კონფერენციის, კრების, გამგეობის, პირველადი ორგანიზაციის კომიტეტის სხდომაზე არჩევით ორგანოში არჩევისას არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომელთაც ყრილობის, კონფერენციის, კომიტეტის სხდომის ქვორუმის შემთხვევაში მიიღეს შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტი.
6.8 ყრილობის, კონფერენციის, კრების, გამგეობის, პირველადი ორგანიზაციის კომიტეტის სხდომაზე ქვორუმის არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
6.9 ხელმძღვანელ თანამდებობებზე ორი ან მეტი კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში არჩევნები ტარდება დახურული (ფარული) კენჭისყრით. პროფკავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში შეიძლება არჩეულ იქნან მხოლოდ ამ პროფკავშირის წევრები.
- ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.
7.1 ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია პროფკავშირის პრეზიდენტი (იგივე – გამგეობის თავმჯდომარე). პროფკავშირის პრეზიდენტი აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან ხუთი წლის ვადით. /ცვლილება/
7.2 პროფკავშირის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე)– ირინე ფხოველიშვილი (მცხ.: სიღნაღის რ–ნ, სოფ. ვაქირში, პირ №40001003142, პ/მ №დ0957729) :/ცვლილება/
ა) ხელმძღვანელობს პროფკავშირის პრაქტიკულ საქმიანობას ამ წესდებისა და გამგეობის რეკომენდაციების შესაბამისად.
ბ) წარმოადგენს პროფკავშირს და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, დამსაქმებელთა კავშირებში, მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებში.
გ) თავმჯდომარეობს ყრილობას და გამგეობის სხდომების მუშაობას. პროფესიული კავშირის სახელით მონაწილეობს მოლაპარაკებებში, სხდომებში, თათბირებში, შეხვედრებში და სხვა საწესდებო მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
დ) ხელმძღვანელობს გამგეობის აპარატს, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს განკარგულებებს.
ე) განკარგავს პროფესიული კავშირის ყველა ფულად სახსრებს და ქონებას, გამგეობის სამეურნეო–საფინანსო საქმიანობას.
ვ) ახორციელებს ყრილობის და გამგეობის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებებს.
7.4 პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) აირჩევა ყრილობის მიერ პრეზიდენტის წარდგინებით. იგი ახდენს გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლს, ორგანიზებას უკეთებს სამუშაო გეგმების შესრულებასა და განხორციელებას. პრეზიდენტის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას სპეციალური განკარგულების საფუძველზე.
- პროფკავშირის ყრილობა.
8.1 პროფკავშირის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. ყრილობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის სხდომაზე. საანგარიშო ყრილობა მოიწვევა საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ ერთხელ წელიწადში. ხოლო საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა მოიწვევა 5 წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა პროფკავშირის ან გამგეობის წევრთა ერთიმესამედის წერილობითი მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების გზით. წერილობით მოთხოვნაში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული ყველა ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე ყრილობის მოწვევის აუცილებლობა წარმოიშვა. პროფკავშირის ყრილობა იხილავს გამგეობისა და საკონტროლო–სარევიზიო კომისიის მუშაობის ანგარიშებს, განსაზღვრავს არჩევითი ორგანოების ამოცანებს და მიზნებს შემდგომი პერიოდისათვის, ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები პროფკავშირის წესდებაში, ირჩევს გამგეობას და საკონტროლო–სარევიზიო კომისიას, წყვეტს რეორგანიზაციისა და პროფკავშირის მოღვაწეობის შეწყვეტის საკითხს. ყრილობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დელეგატთა ხმების უბრალო უმრავლესობით, გარდა წესდების დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანისა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების 2/3 (ორიმესამედი) მაინც.
8.2 პროფკავშირის ყრილობის დელეგატები აირჩევიან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომლებიც თავისი რიცხოვნობით პასუხობენ წარმომადგენლობით ნორმებს, ხოლო თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის რიცხოვნობა წარმომადგენლობით ნორმებზე მცირეა, ამ ორგანიზაციებიდან აირჩევა ერთი დელეგატი. გამონაკლის შემთხვევაში გამგეობის გადაწყვეტილებით ყრილობის დელეგატების არჩევა ხდება გამგეობის სხდომაზე, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის გაფართოვებულ სხდომაზე. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე თავისი თანამდებობით წარმოადგენს შესაბამისი ყრილობის დელეგატს.
8.3 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების ყრილობების დელეგატების არჩევნები ტარდება ფარული ან ღია კენჭისყრით. კენჭისყრის ფორმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყრილობის მიერ.
8.4 წარმომადგენლობის ნორმები, ყრილობის დელეგატების არჩევის წესი, პროფკავშირის ხელმძღვანელი არჩევითი ორგანოების ჩამოყალიბების პირობები განისაზღვრება ყრილობის მიერ დამტკიცებული პროფკავშირული ორგანოების არჩევის შესახებ ინსტრუქციის თანახმად. ყრილობის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ გამოცხადება ხდება:
ა) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კონფერენცია – არანაკლებ 10 დღით ადრე.
ბ) პროფკავშირის ყრილობისა – არანაკლებ 30 დღით ადრე.
- პროფკავშირის გამგეობა.
9.1. წარმოადგენს პროფკავშირის ხელმძღვანელ ორგანოს, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები ყრილობებს შორის პერიოდში, კოორდინაციას უწევს და წარმართავს პირველადი პროფორგანიზაციების მუშაობას.
9.2. პროფკავშირის გამგეობა განისაზღვროს შვიდი წევრით: ირინე ფხოველიშვილი (მცხ.: სიღნაღის, სოფ.ვაქირი, პირ №40001003142, პ/მ №დ0957729); თინათინ ფხოველიშვილი (მცხ.: სიღნაღი, ქ. წნორი, სააკაძის ქ. №4, პირ. № 01027022515, პ/მ №დ0439586); ხვთისავარ მჭედლიშვილი (მცხ.: ქ. სიღნაღი გოძიაშვილის ქ.№8, პირ. №40001004177, პ/მ №დ1107149); თამაზ ბურდულაძე (მცხ.:სიღნაღის, სოფ. ვაქირი, პირ.№65002001045, პ/მ №IIIV40970); ინგა ბერიძე (მცხ.:ქ. თბილისი, ფანასკერტელ–ციციშვილის IX კორპ. ბინა №139,პირ. №59001003127, პ/მ №გ0532442); ნიკა ყარალაშვილი (მცხ.: ქ. თბილისი, IIIმასივი, IVკვ, კორპ. XII, ბინა №11, პირ. №01023006699, პ/მ№ა1405239); მანანა მეტრეველი (მცხ.:ქ. წნორი გორგასალის ქ. №15, პირ. №62011001143, პ/მ№12AD62186). /ცვლილება/
9.3. შეისწავლის და იღებს გადაწყვეტილებებს პროფკავშირული მოძრაობის განვითარების საკითხებზე, ორგანიზებას უკეთებს პროფკავშირებისა და აქტივის სწავლებას, განაზოგადებს და ავრცელებს მუშაობის გამოცდილებას.
9.4. ამყარებს და ავითარებს კავშირებს სხვა ქვეყნების პროფკავშირებთან.
9.5. შეიმუშავებს და აფორმებს დარგობრივ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, უწევს პრაქტიკულ, მეთოდურ და იურიდიულ დახმარებას პირველად პროფორგანიზაციებს.
9.6.განაგებს პროფკავშირის ბიუჯეტს, მონაწილეობს დასაქმების, სამედიცინო, საპენსიო და სხვა საკითხების მოგვარებაში.
9.7. წყვეტს დავებს დარგის პროფკავშირულ ორგანიზაციებს შორის.
9.8. იღებს გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით იურიდიული სტატუსის მქონე საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების შესაქმნელად შესაბამისი ფონდების, საკრედიტო კავშირების ჩამოყალიბებისათვის.
9.9. იწვევს კვალიფიცირებულ სპეციალისტებს და დამოუკიდებელ ექსპერტიზას შემოწმებისათვის.
9.10. ამუშავებს და ამტკიცებს ნორმატიულ დოკუმენტებს პროფკავშირული ორგანიზაციებისა და მათი არჩევითი ორგანოების საქმიანობის შესახებ.
9.11. ამტკიცებს გამგეობის აპარატის მუშაკების სტრუქტურას დაშტატებს.
9.12. გამგეობის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს ყრილობა./ცვლილება/
9.13.პროფესიული კავშირის გამგეობას უფლება აქვს ქვემდგომ არჩევით პროფკავშირულ ორგანოს მოსთხოვოს ნებისმიერი გადაწყვეტილების თავიდან განხილვა, რომელიც მიღებულია წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ქვემდგომი არჩევითი ორგანოებისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის შესახებ საწესდებო ვალდებულებების შეუსრულებლობის და პროფკავშირების დაშლისკენ მიმართული მოღვაწეობისათვის.
9.14.გამგეობის საქმიანობა ხორციელდება პროფსაწევროანარიცხებისა და სხვა შემოსავლების ხარჯზე, შემოსული სახსრების ხარჯვა წარმოებს გამგეობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით.
9.15. აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტული სფეროს ეფექტურობისათვის გამგეობა ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, რომელთა ფუნქციებს და რწმუნებულებას განსაზღვრავს გამგეობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი. გამგეობა ანგარიშვალდებულია პროფკავშირის ყრილობის წინაშე. იგი გამოდის ანგარიშით თავისი საქმიანობის შესახებ.
9.16. პროფკავშირის გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არაუგვიანეს სამ თვეში ერთხელ.
9.17. პროფკავშირის გამგეობისა და ნებისმიერი არჩევითი პროფკავშირული ორგანოს წევრები, რომლებიც ვერ ამართლებენ ნდობას ან შესუსტდა მათთან კავშირი, გამოყვანილი იქნებიან მისი შემადგენლობიდან ამავე ორგანოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქვორუმის არსებობის შემთხვევაში.
- პროფკავშირის საკონტროლო – სარევიზიო კომისია.
10.1. პროფკავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისია აირჩევა ყრილობაზე იმ ვადებითა და წესებით, როგორც პროფკავშირული ორგანო და თავისი მოღვაწეობის შესახებ ანგარიშვალდებულია პროფკავშირის ყრილობის წინაშე.
10.2 .საკონტროლო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ყრილობაზე ან კომისიის სხდომაზე. თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ყრილობის მიერ.
10.3.პროფკავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს წესდების, გეგმების, ბიუჯეტის, პროფკავშირის ხარჯთაღრიცხვის შესრულებაზე, დასაქმებულთა წინადადებებისა და წერილობითი განცხადებების განხილვაზე. თავის მუშაობაში კომისია ხელმძღვანელობს მოცემული წესდებით, კომისიის შესახებ დებულებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
10.4.პროფკავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისია ახორციელებს ყველა დონის პროფკავშირის არჩევითი ორგანოს მოღვაწეობის კონტროლს და შემოწმებებს.
10.5.საკონტროლო–სარევიზიო კომისიას უფლება აქვს:
10.5.1. მოითხოვოს რევიზიების ან შემოწმებების ჩატარებისას საბუღალტრო, საფინანსო და სხვა საჭირო დოკუმენტების დედნების წარმოდგენა.
10.5.2. შეამოწმოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირების სახსრების და მატერიალური ფასეულობების ფაქტიური რაოდენობა და მათი შენახვის უზრუნველყოფა.
10.5.3.მონაცემები საკრედიტო დაწესებულებებში მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშსწორების ცნობები, ჩაატაროს მის საქმიანობასთან დაკავშირებული შემხვედრი შემოწმებები.
10.5.4.საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს აუდიტი და კვალიფიციური სპეციალისტები პროფბიუჯეტის სახსრებიდან მათი შრომის ანაზღაურებით.
10.5.5.კომისიის მოთხოვნები გამოვლენილი დარღვევებისა და დანაკლისების აღმოსაფხვრელად პირველადი პროკავშირულიო რგანიზაციის კომიტეტისთვის სავალდებულოა, რომელთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან თავიანთი კოლეგიალური ორგანოს სხდომაზე 1 თვის ვადაში განიხილონ შემოწმების მასალები და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია გაუკეთონ კომისიას.
10.6. საკონტროლო–სარევიზიოკომისია ვალდებულია:
10.6.1.ჩაატაროს რევიზიები და შემოწმებები, შეიმუშაოს და სარევიზიო ორგანოში შეიტანოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, გააკონტროლოს მათი შესრულების მიმდინარეობა.
10.6.2.ფინანსური დარღვევების, სახსრების და მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ფაქტების გამოვლენისას მოითხოვოს პროფკავშირული ორგანოებისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება
10.6.4. ჩატარებული მუშაობის წლიური შედეგების შესახებ ანგარიში გაუკეთოს კოლეგიალურ პროფკავშირულ ორგანოს.
10.7. პროფორგანოების საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის შემოწმება ხდება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
10.8. საკონტროლო–სარევიზიო კომისიის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროფკავშირის აღმასრულებელი ორგანოს სხდომების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
- პროფკავშირის ფინანსური სახსრები და ქონება.
11.1 პროფკავშირის ფინანსური საფუძველია – პროფკავშირული საწევრო შენატანები.
პროფკავშირის ყველა წევრი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს ყრილობის მიერ განსაზღვრული საწევრო შენატანი. შემოსული სახსრების განაწილება, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს. საწევრო შენატანები არის საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის და მისი ორგანიზაციული რგოლების საკუთრება.
11.2 პროფკავშირის სახსრებისა და ქონების შექმნის წყაროს წარმოადგენს:
- ყოველთვიური პროფსაწევრო შენატანები.
- იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ქონებრივი შენატანები და შემოწირულობები.
- თავისუფალი საფინანსო სახსრების ბანკებში განთავსებით (დეპოზიტით) მიღებული შემოსავლები.
- გრანტები და სხვადასხვა შემოსავლები, რომლებიც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
11.3 პროფკავშირს გააჩნია სრული ფინანსური დამოუკიდებლობა, ფლობს, იყენებს და განაგებს კოლექტიური საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ სახსრებსა და ქონებას.
11.4 პროფკავშირის საწევრო შენატანებით შემოსული სახსრები პროფბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად იხარჯება საწესდებო მოვალეობების შესრულებაზე, სააგიტაციო – საგანმანათლებლებო, საინფორმაციო – საგამომცემლო საქმიანობაზე, გამგეობის აპარატის შენახვასა და სამეურნეო მომსახურებაზე. სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურებაზე, პროფკადრების და აქტივის სწავლებაზე, მატერიალურ დახმარებაზე, საერთაშორისო საქმიანობაზე, საქველმოქმედო ფონდების შესაქმნელად და სხვა მიზნებისთვის.
11.5 პროფკავშირის სახსრებისა და ქონების მართვის უფლება აქვს პროფკავშირის გამგეობას, რომელიც რეგულარულად წარდგება პროფკავშირის წევრების წინაშე მათი სწორად და რაციონალურად გამოყენების ანგარიშით.
11.6 პროფკავშირული ორგანიზაციებისა და პროფკავშირის წევრებისათვის დახმარების გასაწევად, პირველადი პროფორგანიზაციების ერთიანი მოქმედების ორგანიზაციისა და გაფიცვების მხარდასაჭერად საწესდებო საქმიანობის ფარგლებში იქმნება შიდა დარგობრივი პროფკავშირული სოლიდარობის ფონდი, რომელშიც არსებული შასაძლებლობების ფარგლებში ირიცხება საწევროშენატანების არანაკლებ 1%_სა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს პირველადი პროფორგანიზაციების გადაწყვეტილებით.
- პროფკავშირის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია.
12.1 პროფკავშირის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს ყრილობის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით.
პროფკავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება ყრილობის გადაწყვეტილებით, ხოლო ლიკვიდაცია – ყრილობის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
12.2 პროფკავშირის სახსრები და სხვა ქონება არ შეიძლება გადანაწილდეს მის წევრებს შორის. იგი გამოიყენება საწესდებო ამოცანების შესასრულებლად ან საქველმოქმედო მიზნებისათვის.
12.3 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება და სახსრები, რომლებიც დარჩა ხელფასების, პირველადი ორგანიზაციის კომიტეტის შტატიანი მუშაკების კომპენსაციების გაცემის და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად განიკარგება ზემდგომი პროფკავშირული ორგანიზაციის შეხედულებების მიხედვით და დაიხარჯება ორგანიზაციის საწესდებო მიზნებისათვის.
12.4პროფკავშირის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდეგ დარჩენილი სახსრების და ქონების გამოყენების წესს განსაზღვრავ სპროფკავშირის გამგეობა.
12.5 პროფკავშირის საკუთრება არის კოლექტიური და განუყოფელი. პროფკავშირის და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის შემოწმება ხორციელდება პროფკავშირის საკონტროლო–სარევიზიო კომისიის მიერ.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის (პროფკავშირის) საინიციატივო – საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იგივე