- გააერთიანოს აგრარულ სექტორში დასაქმებული და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები და იმოქმედოს მათი ინტერესებიდან გამომდინარე;
- დაიცვას მიწის მესაკუთრე და აგრარულ სექტორში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები ყველა დონეზე;
- უზრუნველყოს წევრების მხარდაჭერა ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში;
- წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოებისა და უმაღლესი ხელისუფლების წინაშე წარადგინოს პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.