არაფორმალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის "გადავარჩინოთ მამული" აქტივისტებმა 2013წლის 18 სექტემბერს დააფუძნეს  

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი.

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, კანონმდებლობის და წესდების შესაბამისად. იგი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

პროფკავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • საწესდებო მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა;
  • დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოცეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად წევრთა მოქმედების კოორდინაცია;
  • წევრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო კონვენციებით და შეთანხმებებით მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების დაცვა;
  • ზრუნვა ეკონომიკური რეფორმების სოციალურად ორიენტირების, სოციალური პარტნიორობის სისტემის დასამკვიდრებლად;
  • საკანონმდებლო ინიციატივები, სოფლის მეურნეობისა და მიწის საკანონმდებლო სფეროში აქტიური ჩართულობა.
  • სასოფლოსამეურნეო პროდუქტებზე ფასწარმოქმნისა და ფერმერთა დაკრედიტების საქმიანობაში მონაწილეობა.
  • აგრარულ სექტორში სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და შეფასება.

პროფკავშირის ძირითადი მიზნები და ამოცანები:

  • აერთიანებს აგრო სექტორში დასაქმებულ და  სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს და მოქმედებს მათი მიზნებიდან გამომდინარე;
  • იცავს საქართველოს მოქალაქე მიწის მესაკუთრე და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა ინტერესებს ყველა დონეზე;
  • წევრების მხარდაჭერა ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში;
  • წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე დამსაქმებლების, ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების, უმაღლესი ხელისუფლების წინაშე საკითხების დასმა და მათი რეალიზების პრინციპული მოთხოვნა.