მიმდინარე პროექტები

მიმდინარე პროექტი

პროექტი ხორციელდება  დემოკრატიის განვითარების ფონდის (NED) მხარდაჭერით

 

პროექტის დასახელება: Support for farmers’ awareness and their actively involvement in the

                                            legislative decision-making process

 

პროექტის განხორციელების ვადა: 2017 წლის 1 მაისი – 2018 წლის 30 აპრილი

 

დამტკიცებული თანხა: 44 680 აშშ დოლარი

 

პროექტის განხორციელების არეალი: აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონები

 

განხორციელებული აქტივობები:

 

პროფკავშირმა პროექტით განსაზღვრული საქმიანობის გეგმის შესაბამისად სამივე რეგიონში ჩაატარა გაცნობითი შეხვედრები ფერმერებთან, დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თვითმმართველობებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან. სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა გამოკითხვის ფორმა ფერმერების პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესაფასებლად.

საანგარიშო პერიოდში გამოიკითხა 652 ფერმერი და მიღებული შედეგების ანალიზის გათვალისწინებით მზადდება სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და სამინისტროებში წარსადგენად.

საქართველო არის აგრარული ქვეყანა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სოფლად და ჩართულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავების პროცესში. 2015 წელს დამტკიცებული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, უნდა შექმნილიყო ფერმერთა რეესტრი, რაც დღემდე არ არის განხორციელებული და ასევე არ არის განსაზღვრული ფერმერის, ფერმერული მეურნეობის და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსები.

ორგანიზაციამ გაითვალისწინა ფერმერთა მოთხოვნა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წ.წ.“ (სტრატეგიული მიმართულება 3.2., ინსტიტუციური განვითარება, ღონისძიება 3.2.3 ფერმერთა რეესტრის შექმნა) და სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა კონცეფციის პროექტი „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“, რომლის საჯარო განხილვები მოეწყო პროექტით განსაზღვრულ სამ რეგიონში (აჭარის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში), ასევე ფერმერების მოთხოვნით კონცეფციის პროექტის განხილვა მოხდა დამატებით სამ რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში).

 

რეგიონებში განხილვების დროს წამოჭრილი შენიშვნების გათვალისწინებით დამუშავებული კონცეფციის პროექტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს შესაბამისის საკანონმდებლო აქტის მიღების მიზნით.