🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის დაფინანსებული მიმდინარე პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, CENN-ის ორგანიზებითა და EBB-ის მასპინძლობით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კლიმატის სამოქმედო ჯგუფებისათვის 5-დღიანი სასწავლო ტური გაიმართა ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში. სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო 14-მა წარმომადგენელმა პროექტის ოთხი სამიზნე რეგიონიდან: გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
🎯 ტურის მიზანს საქართველოს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ევროპული პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. EEB-მ, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ დაახლოებით 180 სამოქალაქო გარემოსდაცვითი ორგანიზაციისგან შემდგარ ქსელს წარმოადგენს, ტურის მონაწილეებს შესთავაზა მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა თემატურ პრეზენტაციებს, ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ სამუშაოს პოლიტიკის შემქმნელებსა და ექსპერტებთან გარემოსდაცვითი მდგრადობის სფეროში.
შეხვედრა ევრი პარლამენტში
Please follow and like us: