ნიდერლანდური აგრობანკი _ „მაშინ ვართ წარმატებულნი, როცა ჩვენი კლიენტია წარმატებული“

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულაგრარულიქვეყანაასადაც სოფლის მეურნეობა ეკონომიკის უმნიშვნელოვანესდარგად ითვლებაქვეყანაში აგრარული თვალსაზრისით
ყველაზეგანვითარებული მეცხოველეობაამსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისრიცხვი აქ 5 მილიონს აღემატება
რაც ევროკავშირის მესაქონლეობის 4%-შეადგენსგანთქმულია ჰოლანდიის ყველი და კარაქი.
2005 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა 17 მილიარდ ევროს გადააჭარბა,
რაც ქვეყნის ექსპორტის 6% უტოლდებოდა.
სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს რაბობანკი (Rabobank), რომელიც  ფინანსური მომსახურების და კლიენტთა რაოდენობის მიხედვით, ამჟამად ქვეყნის მესამე და მსოფლიოს 32-ე უმსხვილესი ბანკია. მისთვის, ისევე როგორც საფრანგეთის აგროკრედიტ ჯგუფისთვის (Credit Agricole) სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული სფეროები უპირველეს საქმიანობად რჩება. რაბობანკი 1800 ფილიალის და 439 დამოუკიდებელი წევრი ბანკისგან  შედგება. Rabobank International 40 ქვეყანაში 121 ფილიალს ფლობს. მთლიანად ბანკში 550 000 თანამშრომელია დასაქმებულია და  8,7 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ეს კი ჰოლანდიის მოსახლეობის ნახევარზე მეტია.  
2004, 2005, და 2006 წლებში ჟურნალმა Finance Global Magazine რაბობანკი მსოფლიოს ყველაზე დაცულ კერძო ბანკად დაასახელა.

ამბიციური გეგმების მქონე ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი უმთავრესი მიზანია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ნიდერლანდების კეთილდღეობასა და აყვავებაში და მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფაში.“

2016 წლის  ანგარიშის მიხედვით, რაბობანკმა მდგრადი განვითარებისთვის დასახული 17 ძირითადი მიზნის მისაღწევად ბევრი ღონისძიება და პროექტი განახორციელა.

გაგაცნობთ ზოგიერთს:

  1. არა სიღარიბეს
  • 28,7 მილიონი ევროს ოდენობით გაცემული ინვესტიცია სიღარიბის აღმოსაფხვრელად;
  • განვითარებადი ქვეყნის 4,7 მილიონი მცირე ფერმერისთვის  გაწეული დახმარება;
  • ნიდერლანდების 450 000 მოწყვლად ადამიანზე გაწეული დახმარება.
  1. არა შიმშილს
  • 102 მილიარდი ევროს ინვესტიცია მსოფლიო მასშტაბით სურსათით მდგრადი მომარაგების ხელშეწყობისთვის;
  • დაინტერესებული ჯგუფების სურსათისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი 200-ზე მეტი პუბლიკაციით უზრუნველყოფა.
  1. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
  • 21 000 ბიზნეს კლიენტის პირველადი დახმარების დაფინანსება;
  • საავადმყოფოებში, ახალგაზრდების და მოხუცების ჯანმრთელობაში 8 მილიარდი ევროს ინვესტიცია.
  1. ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა
  • ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის გაღებული 121,4 მილიარდ ევროზე მეტი ნიდერლანდებში და 101,9 მილიარდ ევროზე მეტი მსოფლიოში;
  • განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი ბანკების პოტენციალის ამაღლება, ადგილობრივ დონეზე ბანკების მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა დაახლოებით 10 მილიონი კლიენტისთვის.
  1. მრეწველობაინოვაცია და ინფრასტრუქტურა
  • 570 მილიონი ევროს ინვესტიცია მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში;
  • 85 მილიონი ევროს ინვესტიცია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
  1. ქალაქებისა და სოფლის თემების მდგრადი განვითარება
  • 72,8 მილიონი ევრო სოფლის თემთა ფონდების და შემოწირულობებისთვის;
  • 50 მილიონი ევროს ინვესტიცია პროგრამისთვის “მწვანე იპოთეკა,“ რომელიც მუდმივი საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოწესრიგებითაა დაკავებული;
  • ადგილობრივ თემთა ინიციატივების მხარდაჭერა ფინანსებით, ცოდნით და საკუთარი გამოცდილებით.
  1. ცხოვრება მიწაზე
  • 326 მილიონი ევრო ორგანული მეურნეობებისთვის და 23 მილიონი ევრო ეკოსისტემის დაცვისთვის; და ა.შ.

ძალზე საყურადღებო და საინტერესო აზრია გატარებული ბანკის ლოგოშიც, რაც ბანკის ვებგვერდზეა განმარტებული: „ჩვენი მზიანი ლოგოტიპი სიმბოლოა იმ თანადგომისა, რასაც ბანკი იჩენს კლიენტთა მიმართ, მოთხოვნები ხომ დროის საჭიროების მიხედვით იცვლება, ამიტომ მათ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ვეხმარებით წარმატების მიღწევაში. ადამიანები, საქმე და ერთობა, რასაც ვემსახურებით, ყოველთვის დარჩება ჩვენი ბიზნესის მამოძრავებელ ძალად.“

ყველაფერი კი ასე იწყებოდა….

რაბობანკის დაარსებას საფუძვლად დაედო გერმანიაში კოოპერატიული მოძრაობის ფუძემდებლის და სოფლად პირველი კოოპერატიული ბანკის  დამაარსებლის ფრიდრიხ ვილჰელმ რაიფაიზენის იდეები. რაიფაიზენის აზრით, კოოპერატიული ბანკის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა ჯგუფი ერთდროულად  რამდენიმე ფუნქციას ითავსებს: თანამფლობელის, პარტნიორის, დირექტორის და ა.შ. და ერთმანეთს  ორმხრივი პასუხისმგებლობით  უკავშირდებიან. ბანკი ადგილობრივების თანხების მოზიდვით ფინანსდება. ფერმერებს, რომლებიც ამ ბანკის წევრები არიან, შეუძლიათ  გაასესხონ თანხა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, ისე რომ მოგება ბანკის რეზერვში გადაირიცხოს.

XIX საუკუნის ბოლოს ნიდერლანდების სოფლის მეურნეობა კრიზისს განიცდიდა. ფერმების მოდერნიზაციის აუცილებლობა მწვავედ იდგა დღის წესრიგში, თუმცა საამისოდ კრედიტების მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. რაიფაიზენის მოსწავლემ გერლაკუს ვან დენ ელსენმა (Gerlacus van den Elsen) ჰოლანდიის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე ურთიერთდახმარების კოოპერატიული ფონდი დააარსა, რომელსაც თავად სოფლის მკვიდრები აფინანსებდნენ და თანხებს საჭიროების შესაბამისად გონივრულად ანაწილებდნენ. ბანკის პრინციპი იყო „ორმხრივი ბანკი – მომხმარებელი _ მომხმარებლისთვის“. ინიციატივამ ხელი შეუწყო ქვეყნის ამ ნაწილში კოოპერატიული მოძრაობის გაძლიერებას და ერთობლივი ასოციაციების ჩამოყალიბებას. მათში გაერთიანებული მოსახლეობა თავად იყო დაინტერესებული ერთიანი ძალებით ერთმანეთისთვის ფინანსური რისკები შეემსუბუქებინათ. ამ მოძრაობას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა სამღვდელოებამ და სოფლის ელიტამ. 1898 წელს ეს ფონდები 2 დიდი კონგლომერატის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა:

  1. რაიფაიზენის კოოპერატივების ბანკი ულტრეხტში, რომელიც თავისი პროტესტანტული და დეცენტრალიზებული ხასიათით გამოირჩეოდა და 6 ადგილობრივ ფონდს აერთიანებდა;
  2. ბოერენბანკის კოოპერატივების ბანკი ეინთხოვენში, რომელიც კათოლიკური და ცენტრალიზებული ხასიათით გამოირჩეოდა და 22 ადგილობრივ ფონდს აერთიანებდა.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლები ფინანსური ინსტიტუტების დიდი კონკურენციით გამოირჩეოდა. ბევრი ჰოლანდიური ბანკი გაერთიანდა კრედიტებზე მომატებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ნახევარ საუკუნეზე მეტი თანაცხოვრების შემდეგ, 1972 წელს, ზემოხსენებული 2 კონგლომერატი ერთმანეთს შეერწყა და მიიღო სახელწოდება Raiffeisen-Boerenleenbanque, 1980 წლიდან კი უკვე რაბობანკის სახელით გახდა ცნობილი.

ბანკის არნახული წინსვლა გასული საუკუნის 80-90-იან წლებიდან დაიწყო, როცა მან შეძლო  მომსახურების პორტფელის გაფართოება საქმიანობაში სადაზღვევო, აქტივების მართვის და საინვესტიციო მიმართულების ჩართვით, რაც შესაბამისი პროფილის ბანკების შემოერთებით განახორციელა.

თამარ ფხაკაძე,

მკვლევარი    

გამოყენებული წყარო:

https://www.rabobank.com/en/images/r652-rabodoordetijd-eng-def.pdf

https://www.unglobalcompact.org/system/attachments/cop_2017/375201/original/annual-report-2016.pdf?1492004848

https://www.rabobank.com/en/about-rabobank/in-society/sustainability/vision-and-policy/vision-sustainably-successful-together.html

http://www.fondation-farm.org/zoe/doc/farm_pointdevue_201411_fouquet_a4.pdf

http://www.fundinguniverse.com/company-histories/rabobank-group-history/

https://www.rabobank.com/en/about-rabobank/profile/mission-strategy/index.html

http://www.companieshistory.com/rabobank/

AgroNews.ge

Please follow and like us:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *