დღეს, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის სისხლიან დღეს, ქიზიყელ ვეტერან მეომართა კავშირთან ერთად გამოგვეხატეთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა ქართული მიწის მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირული მეომრებისადმი.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი თავისი არსებობის მანძილზე მუდმივად იბრძვის ქართული მიწის დასაცავად, როგორც გაცხადებული ოკუპანტებისგან ისე, შეფარული ანექსორებისგან, გარეული და შინაური მტრებისგან, ვისთვისაც ქართული მიწა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგანია.
ჩვენთვის და ამ შეწირული მეომრებისთვის მშობლიური მიწა არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ისტორიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფენომენი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და მოვლა ჭირდება. თითოეული დაკარგული გოჯი უნდა იყოს ერის ტკივილი.
მათი სახელების უკვდავსაყოფად და მომავალი თაობებისთვის ისტორიის ამ მძიმე დღეების მოსაგონებლად, ქიზიყელ ვეტერან მეომართა კავშირთან ერთად, ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ.
http://tufarmersgeo.org.ge -ისთან საუბრისას ამ განაცხადა ფერმერთა და სოფლის მეურნეობის პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ირინე ფხოველისვილ
მა