ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდის (NED) მხარდაჭერილი პროექტის „მიწათსარგებლობის მონიტორინგი და შეფასება“ ფარგლებში საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა განახორციელა შეხვედრები სამ რეგიონში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც შეხვდა ფერმერებს, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა მიწათსარგებლობის საკითხებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მიწათსარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისთვის საინიციატივო წინადადებებში მათ ასახვას.
Please follow and like us: