საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ გიორგო გახარიას

ბატონო პრემიერო,
ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ღია ეკონომიკის პრინციპები, რაც დღემდე წარმოადგენდა განვითარების წინაპირობას, აღარ შეესაბამება რეალობას. საქართველოს გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ჩვენ ნათლად უნდა გავიაზროთ ის გარემოება, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ორიენტაცია იმპორტზე უკვე ახლო მომავალში მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ქართულ სახელმწიფოს.

წლების განმავლობაში აგარარული სექტორის ფუნქციის განხილვამ მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჭრილში პრაქტიკულად კოლონიალური მემკვიდრეობის ჩარჩოში ჩატოვა ჩვენი ქვეყნის სასურსათო მდგრადობის უზრუნველყოფა. დადგა დრო, როდესაც ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს საქართველოს აგრარული სექტორის ძირითადი ფუნქცია არა მხოლოდ კომერციული საქმიანობის ჭრილში, არამედ ქართული სახელმწიფოს ისტორიული ვალდებულებების ალგორითმში.

ჩვენს ქვეყანას გააჩნია სრული პოტენციალი საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ამ სასიცოცხლო ამოცანების რეალიზაცია. აუცილებლად მიგვაჩნია თქვენი ეგიდით უმოკლეს ვადაში შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც მოამზადებს აღნიშნული ამოცანის რეალიზების სტრატეგიას. მომზადებული სტრატეგიის საფუძველზე ამოცანებისა და ფუნქციების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პროგრამა, სადაც კონკრეტული შემსრულებლებისა და ვადების მითითებით იქნება გაწერილი ქვეყნის სასურსათო მდგრადობის უზრუნველნყოფის ალგორითმი.

ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზემოხსენებული ამოცანების შესრულება შეუძლებელი იქნება ფერმერული ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის გარეშე, რადგან ჩვენს [პრაქტიკაში დღეისთვის დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია ამ ტიპის პროგრამის ეფექტური რეალიზაციისთვის.

სასურსათო უსაფრთხოების კონცეფციის გარკვეული ელემენტები ჩვენს მიერ მომზადებულია და თქვენი სურვილის შემთხვევაში წარმოგიდგენთ.

პატივისცემით,

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი

ირინე ფხოველიშვილი

 

მიმართვის ტექსტის ჩამოტვირთვა

 

 

Please follow and like us:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *