საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობისა და მუნიციპალური თვითმმართველობის როლის გაძლიერების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
⦁ ფერმერების ჩართულობის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში;
⦁ ფერმერების საჭიროებებისა და პრობლემების კვლევა რეგიონების მიხედვით;
⦁ თვითმმართველობების როლის გაძლიერების მხარდაჭერა;
⦁ მუნიციპალიტეტების მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების მუშაობის მონიტორინგი და შეფასება.
⦁ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო მასალის მომზადება;
⦁ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სარეკომენდაციო წინადადებების პაკეტის მომზადება და შესაბამის ადრესატებთან წარდგენა.
პროექტის ხანგრძლივობის ვადაა 12 თვე, 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით და მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას.
თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების დასაფიქსირებლად ან ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართებზე:
info@tufarmersgeo.org.ge
ფერმერთა პროფკავშირი
598 830 630, 599 105 177
მიმდინარე პროქტი
Please follow and like us: