შეხვედრები იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში

     საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი „დემოკრატიის განვითარების ფონდის (NED) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახორციელებს შეხვედრებს იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონებში ფერმერების, დარგის სპეციალისტების, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ფერმერთა პროფკავშირის მიზნებისა და საქმიანობის გაცნობა და აგრეთვე საპროექტო რეგიონების მუნიციპალიტეტებში სოფლის და სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა.

შეხვედრები დაიწყო იმერეთის რეგიონიდან. შეხვედრების წარმატებით განხორციელებაში ფერმერთა პროფკავშირს მხარდაჭერა აღმოუჩინეს რეგიონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა და საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების ცენტრებმა.

Please follow and like us:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *