საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED)-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ივლისის თვეში შეხვედრები განახორციელა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებთან მათი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ორგანიზაციის გაცნობის მიზნით.
ფერმერთა პროფკავშირი მადლობას უხდის რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვედრების ორგანიზებაში გაწეული თანადგომისთვის.
Please follow and like us: